Monday, March 18, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: საქართველოში გავრცელებული საბრძოლო ხელოვნების სახეობები

პროექტის მთავარი იდეა:  ისტორიის სრულყოფილად შესწავლისათვის ისეთივე აუცილებელია საბრძოლო ხელოვნების შესწავლა, როგორც ხუროღმოძღვრების, არქიტექტურის, სახვითი ხელოვნების, ფოლკლორის და ეთნოგრაფიის.

 პროექტის აქტუალობა: ჩვენი ვალია საბრძოლო ხელოვნების ელემენტების შესწავლა, ვინაიდან საკუთარს ვივიწყებთ და მოგვწონს კარატე, ძიუდო, სამბო, კინგბოქსინგი, კუნგფუ და ა. შ. მოხშირდა ჩვენში არაქართული სეძახილები: „აჯიმე“, „იჩ“, „ნო“, „სა“, „ჩი“, „სენსეი“. არ გვეკადრება მომავალ თაობას არ შემოუნახოთ ის, რაც მამა - პაპას ოფლითა და სისხლით მოუტანია ჩვენამდე.

პროექტის მიზნები: მივეწყებული ქართული საბრძოლო ხელოვნების შესწავლა და პოპულარიზაცია.

მოსწავლეთა ასაკი:15 – 16 წელი.

ვადები/ხანგძლივობა: 10 დღე.

მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კვლევით უნარ - ჩვევის განვითარება, დიაგრამების შექმნა; თემის დაწერა და პეზენტაციის მოწყობა.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი.

პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):

აქტივობა -1 თემის შერჩევა და შესასრულებელი სამუშაოების განსაზღვრა.

აქტივობა - 2 კლასის დაყოფა ჯგუფებად და მათი ინტერესთა სფეროს გათვალისწინებით დავალებების განაწილება.

I ჯგუფს დაევალა სოციოლოგიური კვლევის ჩატარება:
ა) რა არის ხრიდოლი?
 ბ) რომელ ორთაბრძოლას ანიჭებთ უპირატესობას.

II ჯგუფი - შეხვედრა და ინტერვიუს აღება სამხატვრო გალერიის ხელმძღვანელთან, ბატონ: ავთო თავართქილაძესთან, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერება და საჭირო მასამებისა და ფოტოების მოძიება.

III ჯგუფი - ინტერნეტ - მასალის მოძიება და თემაზე მუშაობა წერილობით.

IV ჯგუფი - ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება და სკოლის მოსწავლეების ინფორმირება.

აქტივობა - 3 პერიოდული მორიტორინგი ჯგუფებთან.

აქტივობა - 4 დაწერილი თემის შესწავლა, განხილვა და სრულყოფა.

აქტივობა - 5 სასკოლო პრეზენტაცია. მოვამზადებთ ელექტრონულ პრეზენტაციას: (იხილეთ ქვემოთ):



აქტივობა - 6 შეფასება.

კრიტერიუმი
დაბალი
საშუალო
კარგი
მაღალი
კვლევითი უნარები
ვერ ახერხებს ინფორმაციის მოძიებას, მაგრამ თანამშრომლობს ჯგუფთან.
შეუძლია მიძიებული მასალის დამუშავება
მასწავლებლის დახმარებით იძიებს ინფორმაციას და ატარებს კვლევას.
დამოუკიდებლად იძიებს საჭირო მასალას და ატარებს კვლევას.
წყაროზე მუშაობის უნარი
ვერ არჩევს პირველად და მეორად წყაროებს.
შუძლია წყაროზე მუშაობა ჯგუფთან ერთად.
ანსხვავებს პირველად და მეორად წყაროს დააკეთებს დასკვნას.
დამოუკიდებლად მუშაობს წყაროზე, მსჯელობს და აკეთებს დასკვნას.
ჩართულობის შეფასება
პასიურია.
ჩართულია ნაწილობრივ.
ჩართულია.
ჩართულია აქტიურად.
ისტორიული თემის წერის უნარი
ვერ წერს თემას.
წერს არასრულყოფილად.
წერს, მაგრამ აქვს შეცდომები.
აკმაყოფილებს წერისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას.


საგნებთან / საგნობრივ ჯგუფეებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ისტორია

ისტ.X.7. მოსწავლეს  შეუძლია  ისტორიულ კვლევ დაგეგმა და ატარებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით ირჩევს საკვლევად მისთვის საინტერესო ისტორიულ საკითხს (მოსწავლის არჩევანი შეიძლება განაპირობოს ისტორიული ნაშრომის, ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურის,  კინოფილმების, არქიტექტურული ძეგლების, სამუზეუმო ექსპოზიციების გაცნობამ ან რომელიმე თანამედროვე პოლიტიკური მოვლენით დაინტერესებამმომავალი გამოკვლევის თემის დაკონკრეტების მიზნით არჩეულ ისტორიულ საკითხზე ეცნობა ერთ ან ორ ზოგადი ხასიათის სტატიას (მაგ.: სტატია ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში);
  • განსაზღვრავს, თუ რა ტიპის კვლევის ჩატარებას აპირებს - დაეყრდნობა მისი გამოკვლევა მხოლოდ მეორად წყაროებს, თუ მას დასჭირდება როგორც პირველადი, ასევე მეორადი წყაროების გამოყენება;
  • ადგენს "სამუშაო" ბიბლიოგრაფიას (მაგ.: ა) ენციკლოპედიის სტატიის ბოლოს მითითებული წიგნების მიხედვით; ბ) მასწავლებლის მიერ დასახელებული წიგნის სქოლიოებში ან გამოყენებულ ლიტერატურის სიაში მოიძიებს და შეარჩევს ორ ან სამ გამოკვლევას);
  • მოსწავლე ბიბლიოთეკაში კატალოგის საშუალებით მოიძიებს საჭირო ლიტერატურას და  განსაზღვრავს, გამოადგება თუ არა ესა თუ ის წიგნი ან სტატია მომავალი კვლევისათვის (მაგ.,  წიგნის შესავლის, წინასიტყვაობის, სარჩევის თავებისა და ქვეთავების   გაცნობის საშუალებით);
  • კვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, მასწავლებლის დახმარებით მოიძიებს, ეცნობა და აფასებს პირველად წყაროებს;
  • საჭიროების შემთხვევაში მოიძიებს და იყენებს ინფორმაციას ვიზუალური,  აუდიო/ვიდეო/კინო მასალისა და ინტერნეტ-რესურსის, ასევე ლიტერატურული წყაროების საშუალებით (ფოტოები, ნახატები, ფრესკები, არქიტექტურული ნაგებობები, რომანები, პოეტური და დრამატურგიული ნაწარმოებები, ფოლკლორული, პოპულარული თუ კლასიკური მუსიკა);
  • კვლევის პროცესში იყენებს სხვადასხვა ტიპის დიაგრამებს ისტორიული წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის განმარტებისა თუ ილუსტრაციის მიზნით;
  • კვლევის შედეგებს რეგულარულად აცნობს მასწავლებელს და ითვალისწინებს მის შენიშვნებს.

ისტ.X.8. მოსწავლეს შეუძლია   ისტორიულ თემ დაწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ისტორიული თემის დაწერის მიზნით ირჩევს მისთვის საინტერესო საკითხს და თანდათან აკონკრეტებს მას.
  • არჩეულ საკითხზე წინასწარი კვლევის ჩატარების შემდეგ განსაზღვრავს თემის მთავარ  იდეას - თეზისს და აყალიბებს მას წინადადების სახით;
  • განსაზღვრავს თემის მიზანს, ანუ იმას, თუ რა დანიშნულება აქვს თემას _ მკითხველის ინფორმირება ისტორიულ საკითხთან დაკავშირებით (ანუ ისტორიული საკითხის განმარტება, ახსნა), თუ მკითხველის დარწმუნება ისტორიული პრობლემის  საკუთარი ხედვის (არგუმენტის) სისწორეში;
  • განსაზღვრავს, თუ ვინ იქნება მის მიერ დაწერილი თემის მკითხველი (მაგ.: თანაკლასელები, მასწავლებელი თუ ოლიმპიადის ჟიური); ამ მიზნით პასუხობს შემდეგ შეკითხვებს: რა იცის წინასწარ მომავალმა მკითხველმა თემაში განხილული ისტორიული საკითხის შესახებ? რა ცოდნა უნდა მისცეს მკითხველს ჩემმა თემამ? რა მინდა, რომ მკითხველმა დაინახოს ახლებურად? როგორ უნდა ავაგო თემა, რომ ჩემი იდეები გასაგები გახდეს კონკრეტული მკითხველისთვის?
  • ადგენს თემის დაწერის გეგმას, რაც გულისხმობს: ა) გეგმის შედგენის დროს უფრო მნიშვნელოვანი იდეების ერთ ჯგუფში განთავსებას, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვნისას კი _ მეორეში და ა.შ.; ბ) შემდეგი ტიპის სქემის შედგენას: 

თემის თეზისი (წინადადების სახით)
მაგ. 1920-21 წლებში ამიერკავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობის დაკარგვა განაპირობა საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორებმა.
პირველი მთავარი იდეა
ა) პირველ მთავარ იდეასთან  დაკავშირებული პირველი დამხმარე იდეა
      • მიზეზი ან მაგალითი
      • მიზეზი ან მაგალითი
ბ) პირველ მთავარ იდეასთან  დაკავშირებული მეორე დამხმარე იდეა
      • მიზეზი ან მაგალითი
      • მიზეზი ან მაგალითი
მაგ., რუსეთის რევოლუცია

ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლა

I მსოფლიო ომის შედეგები

მეორე მთავარი იდეა

პირველი მსოფლიო ომი და პარიზის სამშვიდობო კონფერენცია

  • მასწავლებელს (ხელმძღვანელს, თანაკლასელებს) წარუდგენს თემის შავ ვარიანტს.
  • ისტორიული თემის წერის პროცესში განსაზღვრავს თემის ენობრივ მხარეს\წერის (სავარაუდო მკითხველის გათვალისწინებით განსაზღვრავს, რა სირთულის უნდა იყოს ნაშრომის ენა, იყოს თუ არა იგი ხატოვანი და ა.შ.). თავს არიდებს წმინდა პროფესიული ტერმინების უადგილოდ გამოყენებასა და კლიშეების ხმარებას. ციტატის მოტანისას, პრაფრაზირებისას ან სხვისი მოსაზრების გამოყენებისას აუცილებლად უთითებს წყაროს;
  • იყენებს და თანმიმდევრულად იცავს მითითების არჩეულ  სტილს, თემას დაურთავს გამოყენებული ლიტერატურის სიას, ახდენს გვერდების დანომვრას;
  • შავი ვარიანტის დასრულებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უბრუნდება მას გადამუშავების მიზნით: ა) თემის ხელმეორედ წაკითხვისას ცდილობს შეხედოს თავის ნაშრომს მომავალი მკითხველის თვალით; ბ) ხელმეორედ წაკითხვის დროს ამოწმებს: რამდენად კარგად არის აგებული ნაშრომი, ემთხვევა თუ არა შავი ვარიანტი წინასწარ შედგენილ გეგმას, კარგად არის შეკრული თემა თუ არა, ლოგიკურ კავშირშია თუ არა თემის ყველა ნაწილი თეზისთან, არის თუ არა ხარვეზები არგუმენტების სხვადასხვა ნაწილს შორის, აქვს თუ არა ადგილი შინაარსის ან ფრაზების გამეორებას;
  • მეორე (ან მესამე ვარიანტის) დაწერის შემდეგ ახდენს თემის რედაქტირებას;
·         თემის საბოლოო ვარიანტის წარდგენის წინ კიდევ ერთხელ კითხულობს რედაქტირებულ ვარიანტს.    

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი ): ლია კოტრიკაძე

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: liakotrikadze@gmail.com

პროექტის ვებ - გვერდი / ბლოგი: liakotrikadze.blogspot.com